პროექტის სახელწოდება: ადამიანი და კომპიუტერი
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით: პროექტის მთავარი თემაა კომპიუტერის როლი ადამიანის ცხოვრებაში.
პროექტის აქტუალობა: თანამედროვე სწავლება წარმოუდგენელია კომპიუტერის გარეშე,კომპიუტერთან ურთიერთობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებას,ცოდნის გაღრმავებას.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გააცნობიერონ თუ რამდენად მნიშვნალოვანია ადამიანის ცხოვრებაში კომპიუტერი,რომ კომპიუტერის და კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფოსა და საზოგადოების ნებისმიერ სფეროში.
მონაწილეთა ასაკი: 10-12 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიპოვებენ ინტერნეტის საშუალებით კომპიუტერზე ინფორმაციას ,სურათებს და წარმოადგენენ პრეზენტაციას მოპოვებული მასალების მიხედვით,გააცნობენ საზოგადოებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში კომპიუტერი.მომზადებულ პროექტს განათავსებენ ბლოგზე.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,ლიტერატურა კომპიუტერის შესახებ.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): შერჩეული თემის შემდეგ,მოსწავლეები დასვავენ შეკითხვებს,რომელიც შერჩეულ თემას უკავშირდება.ეს შეკითხვებია: რა არის კომპიუტერი? რა როლი უკავია კომპიუტერს ადამიანის ცხოვრებაში? და ა. შ. სშემდეგ ხდება მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად.თითოეული ჯგუფი გადაინაწილებს საკითხებს და თითოეული მათგანი დაიწყებს თავისი დავალების შესრულებას.ცალკეული ჯგუფები განახორციელებენ შემდეგ აქტივობებს:ლიტერატურის მოძიება და დამუშავება,ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. მოძიებული მასალის მიხედვით წარმოადგენენ პრეზენტაციას.ბოლოს ხდება შეფასება,იმის მიხედვით თუ რამდენად საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს.შეუძლიათ თუ არა მომზადებულ პრეზენტაციაზე მსჯელობა,დასკვნების გაკეთება და ანალიზი.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის განხორციელების შემდეგ მიიღწევა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შემდეგი შედეგი:ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.პროექტი კავშირშია აგრეთვე ისტორიასთან,ხდება ინფორმაციის მოპოვება კომპიუტერის წარმომავლობის შესახებ
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ეკა ხუციშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ekaxucishvili5@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ekaxucishvili5.blogspot.com