Thursday, August 4, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

 პროექტის სახელწოდება:    ადამიანი და კომპიუტერი
პროექტის  მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:    პროექტის მთავარი თემაა კომპიუტერის როლი ადამიანის ცხოვრებაში.
პროექტის აქტუალობა:  თანამედროვე სწავლება წარმოუდგენელია კომპიუტერის გარეშე,კომპიუტერთან ურთიერთობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებას,ცოდნის გაღრმავებას.
პროექტის მიზნები:  პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გააცნობიერონ თუ რამდენად მნიშვნალოვანია ადამიანის ცხოვრებაში კომპიუტერი,რომ კომპიუტერის და კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფოსა და საზოგადოების ნებისმიერ სფეროში.
მონაწილეთა ასაკი:  10-12 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:     მოსწავლეები მოიპოვებენ ინტერნეტის საშუალებით კომპიუტერზე ინფორმაციას ,სურათებს  და წარმოადგენენ პრეზენტაციას მოპოვებული მასალების მიხედვით,გააცნობენ საზოგადოებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია  ადამიანის ცხოვრებაში კომპიუტერი.მომზადებულ პროექტს განათავსებენ ბლოგზე.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:   ინტერნეტი,ლიტერატურა  კომპიუტერის შესახებ.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):   შერჩეული თემის შემდეგ,მოსწავლეები დასვავენ შეკითხვებს,რომელიც შერჩეულ თემას უკავშირდება.ეს შეკითხვებია: რა არის კომპიუტერი? რა როლი უკავია კომპიუტერს ადამიანის ცხოვრებაში? და ა. შ. სშემდეგ ხდება მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად.თითოეული ჯგუფი გადაინაწილებს საკითხებს და თითოეული მათგანი დაიწყებს თავისი დავალების შესრულებას.ცალკეული ჯგუფები განახორციელებენ შემდეგ აქტივობებს:ლიტერატურის მოძიება და დამუშავება,ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. მოძიებული მასალის   მიხედვით წარმოადგენენ პრეზენტაციას.ბოლოს ხდება შეფასება,იმის მიხედვით თუ რამდენად საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს.შეუძლიათ თუ არა მომზადებულ პრეზენტაციაზე მსჯელობა,დასკვნების გაკეთება და ანალიზი.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
პროექტის განხორციელების შემდეგ მიიღწევა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შემდეგი შედეგი:ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.პროექტი კავშირშია აგრეთვე ისტორიასთან,ხდება ინფორმაციის მოპოვება კომპიუტერის წარმომავლობის შესახებ 
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  ეკა ხუციშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ekaxucishvili5@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ekaxucishvili5.blogspot.com

No comments:

Post a Comment